• მოგესალმებით კომპანია „ნატახტარის„ ოფიციალური წარმომადგენლობის ახალ საიტზე!

    ლიმონათი „ნატახტარი„ - საიმედო და გავლენიანი ხარისხის ბრენდი საქართველოდან.

    ნატახტარის ლიმონათმა დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხმარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. იგი არის ტრადიციული პროდუქტი, რომელიც ქართული სუფრის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენს. ნატახტარის ლიმონათი მდგრადი და უცვლელი ხარისხის ქართული პროდუქტია. ნატახტარის ლიმონათი გასცდა საქართველოს საზღვრებს და ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყნებში. წლიდან წლამდე იზრდება მისი ექსპორტი მრავალ ქვეყანაში: აზერბეიჯანში, სომხეთში, ბელგიაში, კვიპროსში, საბერძნეთში, ისრაელში, ყაზახეთში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ტაჯიკეთში, უკრაინაში რუსეთში და აშშ-ში. ნატახტარის ლიმონათი წარმოდგენილია მრავალფეროვანი არომატებით: ტარხუნა, მსხალი, საფერავი, ლიმონი, ნაღები, ფორთოხალი და ატამი.

    კომპანიის ახალი ამბები

    01.02.2013

    კომპანია "ნატახტარის" ოფიციალური წარმომადგენლობის საიტის გახსნა ...

    ლიმონათი "ნატახტარის" შესახებ

    მაღალი ხარისხი - პროდუქცია, რომელსაც კომპანია აწარმოებს გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომლის სტაბილურად შენარჩუნებასაც ხარისხის კონტროლის თანამედროვე სისტემა უზრუნველყოფს.

    ლიმონათი ნატახტარი - ეს არის გემრიელი გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მზადდება საუკეთესო წყლისგან, მიღებული საკუთარი ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი წყაროებიდან.

    სიუჟეტი "ნატახტარზე"





  • შპს "როსპრომინვესტი"

    შპს "როსპრომინვესტი" არის კომპანია "ნატახტარის" ოფიციალური წარმომადგენელი.

    ჩვენი წარმომადგენლობა ფუნქციონირებს: მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, ტვერის, იაროსლავის, ვლადიმერის, რიაზანის, ტულის, კალუგის, ივანოვოს, სმოლენსკის რეგიონებში.

    კომპანია "როსპრომინვესტის" თანამშრომლობის გეოგრაფია

  • ჩამონათვალი

    პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნატახტარის" მუდმივი ასორტიმენტი ითვალისწინებს შემდეგ პროდუქციას :

    ლიმონათი "ნატახტარის" საფირმო სტილი

    ლიმონათი "ნატახტარის" ღირსებები

    • უნიკალური წყალი – ნატახტრის წყალი, რომელიც წარმოადგენს მის შემოგარენში არსებული მიწისქვეშა დინებების ერთგვარ კუპაჟს, უნიკალურია მისი გამორჩეული გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით.

    • თანამედროვე ტექნოლოგია – წარმოების პროცესი კომპანიაში დაფუძნებულია უახლეს და წამყვან საწარმოო–ჩამომსხმელ ხაზებზე, რომლის განახლება და გაუმჯობესება პერმანენტული პროცესია.

    • კვალიფიციური კადრი – კომპანიის ნებისმიერი რგოლი დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული მომხმარებლებთან ურთიერთობით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, რომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად ხდება.

    • ინოვაციური მენეჯმენტი – ნატახტარში თანამშრომელთა ინიციატივების წახალისება მაქსიმალურად ხდება, რაც ეფუძნება თანამედროვე დასავლური მართვის სტილის საუკეთესო ტრადიციებს.

  • პარტნიორების საყურადღებოდ

    • - ჩვენი პარტნიორებისთვის არსებობს განსაკუთრებული ფასების პოლიტიკა
    • - აგრეთვე მზად ვართ დიალოგისთვის დისტრიბუციაზე ჩვენი წარმომადგენლობის ფარგლებში

    ჩვენი კომპანია ყოველთვის ღიაა საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი წინადადებებისასთვის.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით

  • საკონტაქტო ინფორმაცია

    რუსეთი, მოსკოვი, შპს "როსპრომინვესტი"
    ოფისი: ქ. მოსკოვი ანდრონოვსკოეს გზატკეცილი 26/5 ოფისი 501
    ტელ:: +7 495 943 54 32, +7 495 724 04 81, +7 916 991 67 78



    საკონტაქტო პირი
    თქვენი სახელი
    e-mail
    ტელ
    ტექსტური შეტყობინება